რა მოხდა შიომღვიმეში და რამდენად დიდია საფრთხის მასშტაბები

მცხეთის მუნიციპალიტეტში, შიომღვიმის მონასტრთან გუშინ მთა ჩამოიშალა. თავდაპირველად ტერიტორიაზე ქვათაცვენა დაიწყო, რამდენიმე წამში კი კლდეს მთის მასა მოწყდა. შემთხვევის დროს ადგილზე ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

მთის მასა ჩამოიშალა რაჭაშიც, სადაც მიწა სწორედ იმ ტერიტორიაზე მოწყდა, სადაც გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გეოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ მილიონობით ლარის ღირებულების პროექტები ხშირ შემთხვევაში ისე ხორციელდება, რომ მშენებლობის დაწყებამდე შესაბამისი კვლევევი ხან არ ტარდება, ხან კი დამკვეთები ექპერტების რჩევებს უგულებელყოფენ.

მსგავსი თემები