ლარსის საზღვარზე 10-დღიანი ლოდინის შემდეგ, რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელები საქართველოში შემოუშვეს

ლარსის საზღვარზე 10-დღიანი ლოდინის შემდეგ, რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელები საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საზღვარზე მყოფებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

,,როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები.

ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეყილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამის პროცედურების დასრულებას”, – წერს სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის 6 მოქალაქე ლარსის სასაზღვრო პუნქტთან 17 აგვისტოდან იმყოფებოდა.

მსგავსი თემები