ქართველს ქართულად არ შეუძლია ლოცვა, თავის მიწა-წყალზე – ენგურის ხიდი დაკეტილია

დღეს დილიდან ოკუპანტებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს. საზღვარზე მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც რუსული მხარის მიერ დამოწმებული სპეციალური საშვები აქვთ.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მარიამობის დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დასწრებას ვერ ახერხებენ. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კი ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა არცერთ ტაძარში არ ტარდება. წელს პირველად სოფლებში ყველა ტაძარი დაკეტილია. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მხოლოდ ოჩამჩირეში, ილორის წმ გიორგის ტაძარში აღევლინება, თუმცა რუსულ ენაზე.

,,საერთოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება ქართულად რომ ემსახურონ ეკლესიას. მამაოები არიან ყველა რუსები. ქართველებს უნდათ, რომ გადმოვიდნენ ზუგდიდში, აგერ ნოკოლოზის ტაძარში ილოცონ. დღეს არ უშვებენ არცერთს, არავის, ვისაც “ფეესბეს” საშვი არ აქვს. ქართველს ქართულად არ შეუძლია ლოცვა, თავის მიწა-წყალზე”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი თემები