,,სტიქიის ზონაში 2 მცირეწლოვანის ძებნა გრძელდება” – ონის მერი

,,შოვში, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება”. ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს.

„აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. ლოკაციებია, როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.

მსგავსი თემები