,,გთავაზობთ, რომ ომის დროს კორუფცია სამშობლოს ღალატს გავუთანაბროთ” – ზელენსკი

,,გთავაზობთ, რომ ომის დროს კორუფცია სამშობლოს ღალატს გავუთანაბროთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

,,მე მივეცი საკანონმდებლო ორგანოს დავალება და უკრაინის კანონმდებლებს შესთავაზებენ ჩემს წინადადებებს, რომ კორუფცია ომის დროს სამშობლოს ღალატს გაუტოლდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება სამუდამოდ ვერ იმოქმედებს, თუმცა ომის დროს ის შეიძლება, ქვეყანას დაეხმაროს: ,,რას ამბობს კანონმდებელი, მე არ ვიცი, მაგრამ მე ამას აუცილებლად ვიტყვი, რადგან ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვავითარებთ”.

მსგავსი თემები