ვარშავის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ხელბარგში საბრძოლო მასალა იპოვეს

ვარშავაში, შოპენის აეროპორტში გამოცხადებული განგაშის მიზეზი 41 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც ხელბარგში 5.56მმ კალიბრის 4 ვაზნა და ხელყუმბარა უპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცი სამხრეთ-აფრკის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის უკრაინიდან დუბაიში მიემართებოდა.

შეგახსნებთ, რომ დღეს 28 აგვისტოს ვარშავის შოპენის აეროპორტში ევაკუაცია ადგილობრივი დორით 15:05 საათზე გამოცხდადდა. შენობიდან ჯამში 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მსგავსი თემები