ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავდა 1 ადამიანი

ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

გამოძიება  საგზაო წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები