ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს კატერმა გადაუარა

ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმელები” ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.

დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

მსგავსი თემები