,,თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი”- გარდაცვლილის ახლობელი

 

შოვში სტიქიის ზონაში  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, რომ თემურ ჩარკვიანის ცხედარი ხიდთან ახლოს იპოვეს.

,,თემური და დიტო ამოიცნეს, ჯერჯერობით, ნიკა არა. მე როგორც ვიცი, ჩემი თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი, ამიტომაა შენახული ალბათ. ისეთ ადგილზე იყო, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. ვრეკავდი ისტერიულად ზარი გადიოდა, მაგრამ მიუწვდომელიაო მეუბნებოდა, რაღაც მომენტში ტელეფონი იჭერდა მერე შეწყდა კავშირი,”- აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლის ახლობელი.

 

კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

,,ლაგვანთელი ბიჭები, სამნი იყვნენ დაკარგულები, სამუშაოდ იყვნენ სამივე წასულები”- ნიკა ჩალაძის მეუღლე

მსგავსი თემები