,,სამშობლო გვიხმობს, ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 18:00 საათზე”- გიორგი ვაშაძე

,,სამშობლო გვიხმობს, ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 18:00 სათზე,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი.

,,რაც ხდება ახლა კომიტეტზე არის სრულიად უკანონო . შეკრულია ყველა უმრავლესობის წევრი, რომ რუსული ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა რომ მას შეეწყვიტა ეს უკანონ პროცესი რაც დრეს მიდის, მაგრამ ხედავთ, რომ პოლიციელების ზურგს უკან, ეს ლაჩრები, მხდალი ნაძირლები, რუსეთის ინტერესის გამტარებლები, არაფრისმაქნისი პარლამენტს თავმჯდომარე შალვა დოქსოპულო არის მიმალული, სიტყვასაც არ ამბობს ამ დროს, როცა ეს ხდება პარლამენტში.

ყველას გთხოვთ, რომ შევიკრიბოთ პარლამენტთან, ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები. ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი. დღეს შევიკრიბოთ 6 საათზე, რომ ვაჩვენოთ რეალური ხალხის ძალა რაშია, რომ ჩვენ არასდროს რუსეთის მონები არ გავხდებით,”- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები