ვიდრე საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია – სარჯველაძე

უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როდესაც მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია.

,,ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია – ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება! მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით”- The Killers

მსგავსი თემები