რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ახალი შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად

მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.

მათი ცნობით, ახალი ვირუსი ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და იგივე სიმპტომები ხველა, ყელის, თავის და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე ახასიათებს. ვირუსი საშიშია რისკ ჯგუფისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

”სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ განაგრძობს მუტაციას. ახალი ვარიანტები წარმოიქმნება და ერთ-ერთი EG.5 ომიკრონის ქვევარიანტია. ჩვენი ლაბორატორიიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი (იგულისხმება ვინც ჩაიტარა ტესტი იმათ შორის) 50 % მეტია”, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

სწრაფი ტესტი ახალ შტამს ვერ ავლენს და ინფექციონისტები მოსახლეობას სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთებას ურჩევენ. რაც შეეხება ვაქცინებს, მსოფლიოში ახალი შტამის საწინააღმდეგოდ უკვე არსებობს ვაქცინა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლა.

ასევე, სპეციალისტების განმარტებითვე, ახალი შტამი ომიკრონივით სწრაფად გავრცელებადია. ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ახალი ვირუსი EG.5 უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა, ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც მთელი მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და ეს საფრთხე რალურია.

მსგავსი თემები