მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. შემთხვევის შედეგად, 40 წლის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სოფლის ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მკვეთრი მანევრის გამო, ავტომობილი გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლამდე, დაშავებული გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები