„მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ, ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა

მას შემდეგ, რაც 17 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ,  რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა, ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა.

„მარცვლეულის გარიგებიდან“ გასვლის შემდეგ. „კონტეინერის გემი Joseph Schulte (ჰონკონგის დროშა) დატოვა ოდესის პორტი და მიემართება სამოქალაქო გემებისთვის შექმნილი დროებითი დერეფნის გასწვრივ უკრაინის შავი ზღვის საზღვაო პორტებისკენ/უკრაინის საზღვაო ნავსადგურებიდან“, – წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი.

მისივე თქმით, საკონტეინერო გემი, რომელიც ოდესის პორტში 2022 წლის 23 თებერვლიდან იმყოფებოდა, ვორონცოვსკის შუქურა დატოვა და ბოსფორისკენ მიემართება. ბორტზე არის 30000 ტონაზე მეტი ტვირთი (2114 კონტეინერი), საკვების ჩათვლით.

მსგავსი თემები