თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა.

„თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად“, – წერს ოჟასეკი.

წინა რეკორდი 2021 წლის 20 ივლისს, ალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე დაფიქსირდა.

მსგავსი თემები