,,დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს” – თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს.

“გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, რომ არ ვიცოდე არაჩვეულებრივი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლითაც ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი აღიზარდა. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე.

ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად? მერწმუნეთ, მსურველები საჭიროზე მეტია. დროა მათ გზა გავუხსნათ”, – წერს კანდელაკი.

მსგავსი თემები