,,იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც  მუშაობს”- ქართველმა ქალმა შვილი ნაგვის ურნასთან დატოვა

24 წლის ქართველ დედას, რომელმაც შაბათს, 12 აგვისტოს ახალშობილი ტარანტოს ცენტრში, ქუჩაში, ნაგვის ურნასთან დატოვა 7 დღე მის­ცეს, რათა გა­და­წყვი­ტოს, და­ი­ტო­ვებს თუ არა ბავ­შვს.

როგორც ირკვევა  ქალი ტარანტოში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მომვლელად მუშაობდა. მისი თქმით, იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც  მუშაობს. როგორც ახალგაზრდა ქალი აცხადებს, ერთ-ერთ ოჯახ­ში აღ­მზრდე­ლად აიყ­ვა­ნეს და ეში­ნო­და, რომ ჩვი­ლის გამო სამ­სა­ხურს და­კარ­გავ­და.

იტალიური მედიის ცნობით, საკმაოდ დაბნეული ჩანდა და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცა პირად ურთიერთობებზე და იმაზე, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ახალშობილის მამა.

,,ქალს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ჰყავს კი­დევ 4 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ის იტა­ლი­ა­ში მარ­ტში ჩა­მო­ვი­და, ამ დროს უკვე ორ­სუ­ლო­ბის მე – 4 თვე­ში იყო. მაგ­რამ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ახალ­შო­ბი­ლის მა­მაა”, – აცხადებს ად­ვო­კა­ტი.

ახალგაზრდა ქალის მიმართ არასრულწლოვანთა მიტოვებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს დაკითხვა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, საავადმყოფოში ჩატარდა, იმავე დღეს, როდესაც ბავშვი დატოვა.

ამჟამად, დედაც და ბავშვიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

მსგავსი თემები