მეორე კვარტალში საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მდინარე წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

მათივე ცნობით, ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.6 პროცენტით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა.

 

 

მსგავსი თემები