აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს – მედია

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს. გამოცემის ცნობით, აშშ ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან.

„უოლ სთრით ჯორნალი” მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, შემუშავებულია გეგმა, რომლის თანახმად, ოქტომბრისთვის დუნაიზე შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება.

მარვლეულის უდიდესი ნაწილი შავ ზღვაში რუმინეთის პორტებისკენ გადამისამართდება. თუმცა გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს.

მსგავსი თემები