ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა

ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა. შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი უკვე გამოკვლეულია.

“უკვე 101 ადამიანი დაიღუპა”, – განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ გრინმა.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან, დგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსნებთ, კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

მსგავსი თემები