,,შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები”- თემურ ჩარკვიანის და ნიკა ჩალაძის ცხედრები იდენტიფიცირებულია

შოვში სტიქიის ზონაში  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თემურ ჩარკვიანის და ნიკა ჩალაძის ცხედრები იდენტიფიცირებულია და შესაბამისად, მათი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები შოვში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყვნენ ჩასულები.

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  შოვში, სტიქიის ზონაში,  სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

მსგავსი თემები