„რუსულ ჩექმაში არასოდეს დავბრუნდებით“- აქცია გორში

მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გორში, გმირთა მოედანთან შეიკრიბნენ. ისინი ე.წ „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის აქტივიზმი არამედ გადარჩენისთვის ბრძოლაა. ასევე აღნიშნავენ, რომ რუსული აგრესია განსაკუთრებით ახსოვთ გორში. მათ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ:

„ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა“, „ამ ქალაქს რუსების ტყვიები ატყვია“, “რუსულ ჩექმაში არასოდეს დავბრუნდებით”.

მსგავსი თემები