პირველი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო

2023 წლის ზაფხულში, პირველი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 22 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულმონაცემებს “ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო; 12 პირი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში; 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში; 1 არასრულწლოვანი აუზში.

ამავე საანგარიშო პერიოდში მაშველებმა 67 ადამიანი გადაარჩინეს.

მსგავსი თემები