,,მინდა, სინანული გამოვხატო, რომ დავით ჯელაძეს გული ვატკინე” – ირაკლი კობახიძე

,,პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა.

“მე მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი, ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი, ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა, რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს მას ამისათვის გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად.

პირველ რიგში, მე მინდა გამოვხატო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა და საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა მისი ოჯახი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები