უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლა – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის უროჟაიხოე გაათავისუფლეს. ,,უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან დამაგრებულნი შეტევა გრძელდება”, – განაცხადა მალიარმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები არტილერიით აყენებენ ცეცხლსასროლი იარაღით ზარალს მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებზე და ახორციელებენ კონტრ-ბატარეის ზომებს.

მეტი...

FBI–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ რუს სანქცირებულ ოლიგარქზე მუშაობდა

გამოძიების ფედერალური ბიუროს, ნიუ-იორკის განყოფილების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა აღიარა, რომ 2021 წელს სანქცირებულ რულ ოლიგარქზე, ოლეგ დერიპასკაზე მუშაობდა. ჩარლზ მაკგონიგალს ბრალად ედება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევა და ფულის გათეთრება. ის იანვარში კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და ბრალი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან თანამშრომლობასა და ასობით ათასი დოლარის დამალვაში წაუყენეს. FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ “ღრმად ნანობს” საკუთარ საქციელს. მისი თქმით, დერიპასკას დახმარებისთვის 17 500 დოლარი მიიღო. აშშ-ს პროკურორის თანაშემწის, რებეკა დელის თქმით, მაკგონიგალი ცდილობდა დერიპასკას სანქციების სიიდან გამოსვლაში დახმარებოდა. ,,მეორე მხარეს შევუთანხმდი, რომ ღია წყაროებიდან…

მეტი...

,,მოგვიძებნეთ ზაზა მესხის და მისი 3 შვილის ცხედარი”- ზაზა მესხის ახლობლის მიმართვა

შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხს და მის სამ შვილს კვლავ ეძებენ. მისი მეუღლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა მესხის ახლობლები ხელისუფლებას მიმართავენ. „შველას ვთხოვთ ხელისუფლებას! მე- 12 დღეა უკვე. მოგვიძებნეთ ზაზა მესხის და მისი 3 შვილის ცხედარი (მწყურვალის ან მშიერის მისი პოვნის იმედი დაიკარგა)“. – ვკითხულობთ ზაზა მესხის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში. ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი და 7 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

მეტი...

ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა

 უკრაინაში ჩეხეთის ელჩის , რადეკ მატულის განცხადებით, ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა. მისი თქმით, ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. „ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური რაოდენობა, რომლებიც სანქციების ქვეშაა, 14 მილიარდ გრივნაზე მეტია (347,36 მილიონი ევრო)”, – განაცხადა მატულამ.  

მეტი...

„უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის”- ვერეშჩუკი

„უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის,“ – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. მისი თქმით, ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება. „ამ ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება. 2-3 კვირაში, წლის ბოლომდე თუ მომავალ გაზაფხულამდე გამარჯვებაზე საუბარი არასწორია. უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის, მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, 12- რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა 3-რაუნდიანისთვის,“- განაცხადა ვერეშუკმა.

მეტი...

,, ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას”- დუდა

ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა. მისი  თქმით, სამწუხაროდ მაშინ ლეხ კაჩინსკის არ მოუსმინეს და დასცინოდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო. „ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, იყო ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, რაც უზრუნველყოფდა მთელი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, სასტიკად დასცინოდნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. ეს ისტორიამ დაამტკიცა და ეს არის გაკვეთილი,…

მეტი...

,,არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია”- ბლექ სი არენა

ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არტისტის მოქმედება სცენაზე, არ არის მათი პოზიცია. ,,გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია”, – წერს  Black Sea Arena.   ,,ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით”- The Killers

მეტი...

,,ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვინდოდა და ბოდიშს გიხდით”- The Killers

Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯგუფი The Killers განცხადებას ავრცელებს: ,,კარგო ადამიანებო საქართველოდან, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა. ჩვენ დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს, ხალხს დრამზე დასაკვრელად სცენაზე ვეპატიჟებით. თავდაპირველად, დარბაზში მყოფი მსმენელების რეაქციით ჩანდა, რომ თითქოს აუდიტორიიდან სცენაზე ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ვაცნობიერებთ,…

მეტი...