,,3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომ შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი 3 საათში მივიდა.

,,არანაირი დაგვიანებით, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. ეს ერთი, და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა. 6 საათზე ღამე არ იყო მემგონი ხო?!” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, დაღუპულია 19 ადამიანი.

მსგავსი თემები