ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა

ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრხოების სამსახური ავრცელებს.  დაკავებულია რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულია ზელენსკის ვიზიტამდე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე.

,,დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით ცდილობდა. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას კი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა და იღებდა უკრაინული ობიექტების მდებარეობას. დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს  უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს”, – განაცხადა უწყების სპიკერმა.

მსგავსი თემები