შოვში ქალის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია, ასევე, ცალკეული ცხედრის ფრაგმენტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მე-19 ადამიანის ცხედრის პოვნა დაადასტურა. მისი თქმით, ცხედარი ქალს ეკუთვნის. ,,გიდასტურებთ, კიბატონო. მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. ასევე ნანახია, ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ,” – განაცხადა მღებრიშვილმა.

მეტი...

შოვში, დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, დაღუპულია 19 ადამიანი. სტიქიის ზონაში 16 ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მეტი...

,,მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს სალიკვიდაციო სამუშაოები”- ირაკლი ღარიბაშვილი

იცით, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად განხორციელდეს ეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის სამწუხაროდ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტტებს განუცხადა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით. „დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ სტიქიას და რათქმაუნდა კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი, მთელი საზოგადოების მწუხარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,15 წელი გავიდა, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე”- ირაკლი კობახიძე

,,15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ,,15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე. ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ, ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი…

მეტი...

,,მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით”- შალვა პაპუაშვილი

,,მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა. მისი თქმით,  მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. „უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის მაშინ, საქართველოს…

მეტი...

„ლაფში ხან კიდურს ვპოულობთ, ხან მთლიანს, ძალიან რთული სიტუაციაა”- მოხალისე

მოხალისე ლევან ფოფხაძე, რომელიც  შოვის სტიქიის დროს დაკარგულ ნათესავებს და მეგობრებს ეძებს, აცხადებს, რომ ადგილზე რთული სიტუაციაა. „ლაფში ხან კიდურს ვპოულობთ, ხან მთლიანს. ძალიან რთული სიტუაციაა. მაშველებიც და ჯარის მართლა კარგად მუშაობს. მთავარი გადაადგილების სირთულე ლაფია – იმ სიღრმეზე ეფლობი, რომ მოძრაობა ძალიან რთულია”,- განაცხადა მოხალისემ ინტერვიუში. ლევან ვეფხვაძის ინტერვიუს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.

მეტი...

,,თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს და ამას გარდა, გახსოვთ ევროპის საბჭოს ცნობილი რეზოლუცია. მე ძალიან…

მეტი...

,,რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს,”- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს. მისი თქმით, გააგრძელებს ევროპულ გზას. „რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

მეტი...

,,ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე”- პრემიერი

მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენს ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ, აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩნა ყოფილმა მთავარსარდალმა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა. პრემიერის თქმით,  მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ  ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია. „იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა,…

მეტი...

,,მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები”- ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია ვოცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. „მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი,…

მეტი...

ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მისივე თქმით, ყოფილმა მთავარსარდალმა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. ,,ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა. იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენ ხალხს და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა…

მეტი...

მაშველებმა ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ზღვაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს.  მაშველებმა 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ორი არასრულწლოვანი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. ერთი მოზარდის ცხედარი გუშინ იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.  

მეტი...

,,ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, ვეძებ ბიჭს”- დაღუპულის მამა

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის  2 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია  “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა. ,,ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ.  

მეტი...

,,შოვში, გარდაცვლილთა შორის იპოვეს ჩემი აბიტურიენტი”- გიორგი ღოღობერიძე

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ექიმ გიორგი ღოღობერიძის აბიტურიენტი, სამირა ისაევა ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ემოციურ ვიდეოში ადასტურებს. ,,ყოველდღიური ბრძოლის მიუხედავად, დავკარგე დეიდაჩემი; შოვში, გარდაცვლილთა შორის იპოვეს ჩემი აბიტურიენტი… ბოლო 3 თვე უმძიმესი იყო“ – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.   ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.    

მეტი...

იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხეების ფონზე, ჩვეულებრივზე შვიდი პროცენტით მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველთვიური მონაცემების თამახმად,  ექსტრემალური ტემპერატურის გავლენა ივლისის თვეში 2015 წლიდან 2019 წლამდე იმავე პერიოდში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია. სამინისტროს ცნობით, რეკორდულმა ტემპერატურამ 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ქალაქებში, როგორებიცაა ბარი, კატანია და რეჯო-კალაბრია.  

მეტი...

,,დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში”- გარდაცვლილი პილოტის შვილი

,,დღეს ნიკოლოზ რაჭველი “ვერ პატიობს” სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!,”- ასე ეხმაურება  2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას. „ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ ღამის 9 საათზე ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფატორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია. ნეტა თუ ჩაქოლეს და “მაშველებს ეძინათ?” ეძახეს? ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს, რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო? ნეტა მამაჩემს რომ…

მეტი...

,,ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება”- ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად. ,,15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას.…

მეტი...

სტიქიას დედა-შვილი ემსხვერპლა

შოვში, სტიქიას დედა-შვილი 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა. „ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოს ახალი ვერტმფრნი დეკემბერში ექნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყანა ერთ ახალ ვერტმფრენს მიმდინარე წლის ბლოს მიიღებს. „ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან, გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან შოცის ტრაგდიაზე საუბრისას.  

მეტი...