,,2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში”- ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. მისი თქმით, დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.

,,2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე აბსურდული სიტყვები, რომლებიც ათეთრებენ სტალინურ დანაშაულებს და ამართლებენ კიდეც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა თავდასხმა მშვიდობიან მეზობლებზე, რადგან თვლიდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა. მან იგრძნო დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე და დუმილი მიიღო როგორც პასუხი, მის ტყუილებზე. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა, შემდეგ შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა პოლონეთის დროც დადგეს, ბევრმა მიიღო არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობა, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობდა, გაჩუმებულიყო. ჩვენ არ გავჩუმდით”,-  წერს ანა ფოტიგა.

მსგავსი თემები