,,სუფთა რაჭველია ეს ბიჭი – კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში”- შოვში ახარგაზრდას ეძებენ

მწერალი ნიკა ჩერქეზიშვილი შოვში დაკარგული ახალგაზრდის, კოტე მაისურაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„ვინც რაჭველებს ცნობს იერზე, სუფთა რაჭველია ეს ბიჭი – კოტე მაისურაძე! არ ვიცი, სად წავიდა ეს ხალხი, ასე, თვალის ერთ დახამხამებაში… დედა და დაც იქ ჰყავდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია,“ – წერს ნიკა  ჩერქეზიშვილი.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების
შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი.

სტიქიას დედა-შვილი ემსხვერპლა

მსგავსი თემები