საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს  ბუნებაში გასვლისას გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება.

,,საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.

გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ !!!

  • ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება:
  •  არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები)
    გარდა
  • ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქვრალია
  • არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი
  • არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.

გაუფრთხილდით გარემოს!,”- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები