,,შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოს” – ბლინკენი

შოვის ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეხმაურება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

“შეერთებული შტატები სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დახმარებაზე”, – წერს ბლინკენი.

მსგავსი თემები