ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
ტელეკომპანის ბორჯომის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, კაცის ცხედარი წყლიდან ამოყვანილი და ამოცნობილია. 60 წლამდე კაცი ადგილობრივია.
ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.