ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ამ წლის მარტში პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების და პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში ახალი პროგრესი იქნა მიღწეული. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, ენერგეტიკის თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფაქტები ადასტურებს, რომ ჩინეთი და რუსეთი კარგი მეგობრები და სანდო პარტნიორები არიან.  ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი მაღალ დონეზე განვითარება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შედის.

ვანგ იიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო და მრავალმხრივ ასპარეზზე ჩინეთი და რუსეთი აგრძელებენ მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობას, ხელს უწყობენ მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას და იცავენ საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ ნორმებს.

,,ეს არის საერთაშორისო პასუხისმგებლობა, რომელიც ჩინეთმა და რუსეთმა უნდა აიღონ, ისევე როგორც მათი აუცილებელი მოვალეობა ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში,”- აღნიშნა  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, BRICS მექანიზმი ეპოქის ტემპს აგრძელებს და მაღალი სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირებას ახდენს. მასში გაწევრიანების სურვილი 20-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა და გაფართოების პროცესი ბუნებრივი და დროული უნდა იყოს. ჩინეთი მზადაა იმუშაოს BRICS-ის პარტნიორებთან, მათ შორის რუსეთთან, მხარი დაუჭიროს სამხრეთ აფრიკას მომავალი BRICS ლიდერთა შეხვედრის წარმატებით ჩატარებაში და ხელი შეუწყოს BRICS მექანიზმის ჯანსაღ და ენერგიულ განვითარებას, დასძინა ვანგმა.

ლავროვმა, კი განაცხადა, რომ რუსეთი ჩინეთთან ერთად ელოდება მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგების განხორციელებას, სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას და მუდმივ მიღწევაში წვლილს.

მისივე თქმით, რუსული მხარე ჩინურ მხარესთან ერთად მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს კომუნიკაცია და ურთიერთქმედება მრავალმხრივი სტრუქტურების, მათ შორის გაერო-ს, BRICS-ისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში, წინააღმდეგობა გაუწიოს ჰეგემონიზმს, აღკვეთოს ცალმხრივობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციის პროცესი და საერთაშორისო პატიოსნებისა და სამართლიანობის დაცვა.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კრიზისზე. ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი დაიცავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორუმზე, გამოთქვამს ობიექტურ და რაციონალურ პოზიციას, აქტიურად შეუწყობს ხელს შერიგებას და მოლაპარაკებებს და ძალისხმევას მოიძიებს პოლიტიკური მოგვარების გზების მოსაძებნად.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უაღრესად აფასებს ჩინეთის მხარის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების თაობაზე PRC-ის პოზიციით და ასევე უაღრესად აფასებს და მიესალმება ჩინეთის კონსტრუქციულ როლს ამ საკითხში.

მსგავსი თემები