„20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს”- გიორგი ვაშაძე

„20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს.“ – ამის შესახდებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში შემოიყვანენ.

„20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, ხოლო ვინც პოულობს,  ქსელურ მაღაზიებში 700-800 ლარად მუშაობს.  ამის საპირწონედ, რუსეთი დატოვა 500- ზე მეტმა კომპანიამ და 5000-ზე მეტმა ბრენდმა, 266 მლრდ- ის ქონებამ და 2 მლნ-ზე მეტმა სამუშაო ადგილმა.

მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს- დავოსში რომ იყავი ჩასული, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო? სად წავიდნენ იცით ხალხო? წავიდნენ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, თურქეთში. თურქეთზე არაფერს ვამბობ, აზერბაიჯანში რატომ უნდა წასულიყო და არა საქართველოში?! ამის მიზეზი არის სწორედ ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა, ივანიშვილ- კობახიძე – ღარიბაშვილი. მათ არ უნდათ საერთაშორისო ინვესტიციები, თორემ ამ ახალგაზრდებს ახლა მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ექნებოდათ. აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის სხვაობა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები