ჭიათურის სოფლიდან კადრები ვრცელდება, სადაც მიწაა ჩამოწოლილი – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ჭიათურის სოფლიდან კადრები ვრცელდება, სადაც მიწაა ჩამოწოლილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები უკვე დაწყებულია და ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  ზოდელების თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მდინარის ფერდობს საძირკველს უთხრის, ნაშენი მასალა მდინარეში ხვდება, რამაც შესაძლოა ხეობის გადაკეტვა გამოიწვიოს.

სოფლის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  “ჯორჯიან მანგანეზს” მსგავსი სამუშაოების უფლება არ მისცეს.

მათივე თქმით, კომუნიკაცია აქვთ კომპანიის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ზოდელები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ კომპანიას ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

 

მსგავსი თემები