,,დაახლოებით, 5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს”- სტიქიას გადარჩენილი

შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ტრაგედიის დღეს იხსენებს. მისი თქმით,  ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოჯახთან ერთად ტყეში იმყოფებოდა.

,,ვერტმფრენი რომ თავზე გეცემა, დაახლოებით, ასეთი ხმა იყო და მახსოვს, ეს გავიფიქრე კიდეც, რომ აქ ვერტმფრენს რა უნდა? და ვიფიქრეთ, ვერტმფრენი ხომ არ ვარდება? უცებ დავინახეთ, რომ 10 ხე მოწყდა და მოდის ჩვენკენ, იმ ხის ძირში ვიყავით, ფაქტობრივად, რომელიც მოწყდა. ჩემმა მეუღლემ ჩემი შვილი აიტაცა ხელში და დავიწყეთ ქვემოთ გაქცევა, გავრბოდით ქვემოთ, მამისონის კოტეჯების მიმართულებით დავეშვით, დაახლოებით. ჩვენი სახლი უნდა გაგვევლო ყველა ვარიანტში და სანამ ამ სახლს ჩავუვლიდით, გზაში დავეცი, ორმოში, ქვას ჩამოვარტყი, ამ დროს მოვახერხე ერთი წამით უკან გახედვა და მივხვდი, რომ დაახლოებით, 5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს ის მომენტი, მახსოვს, რომ მერე ღობეზე უნდა გადავმხტარიყავით, იმიტომ, რომ გასაქცევი არ გვქონდა და ამ ღობეზე პირველ რიგში ბავშვი გადავახტუნეთ, შემდგე ჩვენ,”- აცხადებს მარიამ ბერიანიძე ”ფორმულასთან”.

მსგავსი თემები