,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში”- მედვედევი

2008 წელს შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს აშკარად აკლდათ გამოცდილება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ცხინვალზე თავდასხმას სწრაფად და გადაჭრით უპასუხა.

,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით გავითარების შესაძლებლობა მისცეს, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები