სტრასბურგში რუსეთის საელჩოსთან ქართველების და უკრაინელების აქცია გაიმართა

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, რუსეთის საელჩოსთან ქართველებმა და უკრაინელებმა აქცია გამართეს.

საქართველოსა და უკრაინის დროშებით, მათ პატივი მიაგეს 2008 წელს დაღუპული გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ შეახსენეს რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

აქციის მონაწილეების თქმით, აგრესორი რუსეთი მთელ ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის.

მსგავსი თემები