დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა – მდინარაძე შოვზე

,,იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში.

,,იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში. მერე შეიძლება ამ ვერტმფრენითაც გაერისკა ვიღაცას, დაუშვათ, ეს ძალიან პირობითი ნათქვამია.

როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენებზე, დახმარებაზე, დამატებით რომ ყოფილიყო ვერტმფრენი, ნებისმიერი აღჭურვილობით – იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ, მისი ხელმძღვანელები და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით, და თქვენ მაინცდამაინც, უკაცრავად ჟარგონის გამოყენებისათვის “აწვებით” ვერტმფრენებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ. არსებული [ვერტმფრენი] ვერ მუშაობდა და დამატებით ვისაც არ უნდა დახმარება გაეწია დახმარება, ვერ იმუშავებდა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები