,,რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია”- ზახაროვა აგვისტოს ომზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავდასხმა განახორციელა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე.

ზახაროვას მტკიცებით, ”რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია”.

,,დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატური თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიდი ტალიავინი. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორის მშვიდობის იძულების ოპერაცია“, – აღნიშნავს ზახაროვა.

მსგავსი თემები