მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო

მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ხაშმის ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ის წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამაშველო სამსახურს არასრულწლოვანი უკვე დაღუპული დახვდა.

მსგავსი თემები