მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ თბილისში იპოვა

მეწყრულ ზონაში დაკარგულად გამოცხადებული ერთი პირი პოლიციამ თბილისში იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა.

,,ნეგატივის შემდეგ, ერთი ძალიან იმედისმომცემი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ. ცხელ ხაზზსა და 112-ში იყო დაფიქსირებული იყო დაკარგულთა სიაში მყოფი ზურაბ ბიბილეიშვილი. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს პირი ჯანმრთელია, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან”, – განაცხადა მღებრიშვილი.

მსგავსი თემები