ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო – რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ „რადო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისივე თქმით, ანგარიშში რეკომენდაცია იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

,,მდგომარეობა არის ის, რომ იქნება რეკომენდაციები უკრაინასა და მოლდოვას მიმართ, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი ჯერ კიდევ საჭიროა,”- წერს იოზვიაკი.

 

მსგავსი თემები