,,გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში”- სააკაშვილი

,,ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო,”- ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს.

მისი თქმით, აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

,,გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!

მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები