,,ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა”- შალვა პაპუაშვილი

ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე და, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა, ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და იცავენ მხოლოდ მათსავე ინტერესს, – ასე ეხმაურება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანის განცხადებას.

მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს დემოკრატიული არჩევნებით ირჩევს.

„მათ შორის, აანონსებდნენ, რომ იქნებოდნენ სტუდენტები, თუმცა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელები იყვნენ. იმ აქციაზე 100-200 ადამიანი იყო, რაც საზოგადოებაში არსებულ განწყობას არ განასახიერებს. მანიპულაციაა, როცა საუბარია, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. ამის თქმა 150 აქტივისტის მიერ ჩვეულებრივი მანიპულაციაა. უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი განცხადება არის სახიფათო გზა, როცა საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით.

ქართველ ხალხს მეურვე არ სჭირდება, მით უმეტეს, უცხოური მეურვეობა. ელჩები თუ ვინმეს წარმოადგენენ, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუ ვინმეს ინტერესს იცავენ, მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ არის უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ფაქტები გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და უცხოელი დამხმარე სჭირდება, რომ მისი აზრები გააჟღეროს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – დეგნანი

მსგავსი თემები