ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთის ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან ხანგჭოუში უარყოფენ

ჩინეთში, ხანგჭოუს ზოოპარკი ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ზოოპარკში დათვის ფორმაში გადაცმული ადამიანები არიან, უარყოფს.

ჰანჯოუს ზოოპარკი გამოეხმაურა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ დგას დათვი უკანა ფეხებზე. სოციალური მედიის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ დათვი შეიძლება იყოს კოსტუმში ჩაცმული ადამიანი.

ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხოველს ნაჭრის მსგავსი ბეწვის ნაკეცები აქვს ზურგზე რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ის ადამიანია, დათვის ფორმაში გადაცმული.

”ბიბისის” ცნობით, ექიმი ეშლი მარშალი, ექსპერტი ჩესტერის ზოოპარკიდან, ამბობს, რომ ვიდეოში ნაჩვენები ცხოველი “ნამდვილად ნამდვილი დათვია” – თუმცა ის აღიარებს, რომ მზის დათვები ხშირად “ძალიან ჰგვანან ადამიანებს კოსტიუმებში”. კითხვაზე დათვის კანის  შესახებ, ექიმმა განაცხადა, რომ ეს მისი ანატომიის ნორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

„ბიბისის“ ინფორმაციით,  ზოოპარკმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური ჩვენება მოაწყო.

მსგავსი თემები