კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში მომხმარებლისთვის სერვისის არასახელმწიფო ენაზე მიწოდების თემაზე შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო. ,,საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. კერძოდ, „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს  არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში  სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ინფორმაციისთვის: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,…

მეტი...

,,ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე. მისივე თქმით,  კელი დეგნანი განცხადება გაუგებარი იყო. ,,ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე… და ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია.…

მეტი...

,,იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა”- პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 8 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის  პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, ა/მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა ა/მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად  ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების…

მეტი...

,,ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საკრუიზო ლაინერი Astoria Grande   დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ. მისი თქმით, გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ,,მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. სინამდვილეში,…

მეტი...

ბათუმში გამართული აქცია, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი – ირაკლი კობახიძე

,,ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის დაკარნახევი. ,,ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები – ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში…

მეტი...

ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები – ირაკლი კობახიძე

ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები,-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სულ რაღაც სამ წელიწადში, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა. „ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საქართველოს ყველა პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად – მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური გამოწვევების მიმართ საქართველოს სიმტკიცის გასამყარებლად, ასევე, თუნდაც, ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქმეში…

მეტი...

ამწის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში, ხიდის მშენებლობისას ამწე ჩამოუნგრა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. „ადგილზე იმყოფებოდა 27 თანამშრომელი, მათგან 17 დაიღუპა“, – განუცხადა მედიას ადგილობრივმა შაჰაპურის დეპუტატმა, დაულატ დაროდამ. მისი თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ.

მეტი...

კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

31 ივლისს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80 ადამიანს გადააჭარბა. დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. „კრივოი როგი გლოვაშია. მარადიული ხსოვნა რუსეთის რაკეტების უდანაშაულო მსხვერპლს“, – წერს სერგეი ლისაკი. 31 ივლისს დილით რუსებმა კრივოი როგს ორი ბალისტიკური რაკეტით  შეუტიეს: ერთი საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მეტი...

პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი – სოზარ სუბარის ინიციატივა

”ხალხის ძალის” წევრი, სოზარ სუბარი გამოდის წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი. მისი თქმით, როინ შავაძის მკვლელების დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. „ზოგი ტოვებს პარტიას და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, მაგრამ შინაარსში არაფერი იცვლება: ყველა ამართლებს მათ მიერვე ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, სისტემურ წამებას, უკანონო პატიმრობებს, სასამართლოს სრულად დამორჩილებას და სხვა სისტემურ დანაშაულებს. და მხოლოდ იმას ნანობენ, რომ მსგავსი დანაშაულების ჩადენის საშუალება დღეს არა აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს მის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატიური დანაშაულების გამო. სწორედ…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია

1 აგვისტოს ღამით რუსეთმა ხარკოვს კამიკაძე დრონებით შეუტია. დარტყმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის 2 სართული გაანადგურა. ,,ოკუპანტებმა ხარკოვს კამიკაძე დრონებით დაარტყეს. შეჯახების ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური”,- იუწყება ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განმარტებით, დრონმა ხარკოვის ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა. „მინიმუმ სამი რეისი ჩამოვიდა. ყველა მათგანი ქალაქის შუაგულშია, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა. იქ ხანძარია, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო…

მეტი...

დრონებით თავდასხმა მოსკოვზე – დრონი ერთ-ერთ ცათამბრჯენს დაეჯახა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გასულ ღამეს უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთ შენობას დაეჯახა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, ხოლო  ერთი უპილოტო საფრენი აპარატი “მოსკოვი-სითის” ცათამბჯენს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მე-17 სართულის ფასადი დაზიანდა.  

მეტი...

კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს – პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ვფიქრობ, ღირებული იქნებოდა მისთვის დაეწყო იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა შეასრულა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში – ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა განაცხადა. ,,უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი აკეთებს მისთვის ამ კონტექსტში” – განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა კითხვის საპასუხოდ, გაცივდა თუ არა ურთიერთობა პოლონეთსა და უკრაინას შორის. ,,დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა მოიკრიფოს, შეინახოს და გავრცელდეს შესაბამის, ღირსეულ ფასად,”- დასძინა პშიდიჩმა. 15 სექტემბერს უკრაინიდან…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 246 690 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 246 690 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით რუსეთის საერთო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 246 690; ​ტანკი – 4 216; ჯავშანტექნიკა – 8 205; საარტილერიო სისტემა – 4 839; სარაკეტო სისტემა – 699; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 462; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 027; საკრუიზო რაკეტები – 1 347; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 324; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 718.

მეტი...

„პუტინი 10 წელსაც ვერ იცოცხლებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “კიდევ 10 წელიწადსაც” ვერ იცოცხლებს. ზელენსკის კითხვა დაუსვეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შესაძლოა თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს. „არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი “შპარგალკის” გამო მოიხსნა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდიდან ერთი აპლიკანტი ნასვამობის, მეორე კი “შპარგალკის” გამო მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეტალონი” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელზე, სოფიო გორგოძეზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდებზე წელს ჯამში 18 500-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, გამოცდებზე კი 82%-ზე მეტი გავიდა.

მეტი...

„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის”- თეთრი სახლი

თეთრ სახლში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, „უგუნურსა და უპასუხისმგებლოს“ უწოდებენ. „ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა. ამასთან, თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს მჭიდრო მონიტორინგს რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით,  ვერ ხედავენ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოიყენება მოუწევდა – მედვედევი

მეტი...

25 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

25 წლის მსახიობი ანგუს კლაუდი, რომელიც HBO-ს პოპულარულ სერიალში „ეიფორია“ თამაშობდა, გარდაიცვალა. ”ბიბისის” ინფორმაციით, მსახიობი ორშაბათს, კალიფორნიის შტატში მდებარე ოჯახის სახლში გარდაიცვალა.  ოჯახის თქმით, გასულ კვირას კლაუდს მამა გარდაეცვალა, რის გამოც მას „მენტალურ ჯანმრთელობასთან ბრძოლა“ ჰქონდა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.  

მეტი...