ივანიშვილის ბაობაბები კენიიდან საქართველოსკენ დაიძრა

ოლიგარქის ექვსი ასწოლოვანი ბაობაბი კენიიდან საქართველოსკენ დაიძრა. აფრიკის უღარიბესი ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილმა გიგანტური ხეების ტრანსპორტირება დაიწყო  და რამდენიმე კვირაში ოლიგარქის პირად პარკში, შეკვეთილში აღმოჩნდება.

ოთხთვიანი სასამართლო დავისა და პირადად კენიის პრეზიდენტის მიერ აკრძალული ექსპორტის მიუხედავად, ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ, როგორც ჩანს, გარიგება მაინც შეძლო და ასწლოვანი ბაობაბები დღეს კილიფის რეგიონიდან მოსახლეობისა და გარემოს დამცველების საპროტესტო აქციის ფონზე გამოჰქონდათ.

კენიელებისთვის უჩვეულო სანახავი აღმოჩნდა ის, რასაც ქართველები რამდენიმე წლის განმავლობაში უყურებდნენ. ხეები ახლა გემზეა. გზად პორტამდე კი დაზიანებულია კერძო სახლები და ქალაქის ინფრაქსტრუქტურა. დაგლეჯილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც კილიფის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მსგავსი თემები