,,ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით” – ლუკაშენკო

“ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა, ემზადებიან, ნებისმიერ დროს დაიცვან ქვეყანა”. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია ბირთვული იარაღის ნახევარზე მეტი.

“ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – ამბობს ბელარუსის ლიდერი.

მსგავსი თემები